რეგიონი
კონტრაბანდული სიგარეტი ახლობლებისთვის უნდა დამერიგებინა - წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი
წალენჯიხის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი მათე ღვინჯილია ჩვენებაში ამბობს, რომ მას კონტრაბანდული სიგარეტი ახლობლებისთვის უნდა დაერიგებინა და საქონელი სარეალიზაციოდ არ უნდოდა. ის ასევე განმარტავს, რომ სიგარეტი გალში მცხოვრებმა ადამიანმა აჩუქა.

ღვინჯილია თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, რადგან კონტრაბანდა დანაშაულია, თუმცა ამბობს, რომ მას უაქციზო სიგარეტის გაყიდვა არ ჰქონდა გადაწყვეტილი.

ამის შესახებ დღევანდელ პროცესზე სხდომათა დარბაზში ინფორმაცია პროკურორმა მირანდა წერეთელმა გააჟღერა და დასძინა, რომ ბრალდებულის განმარტება არადამაჯერებელია და კითხვის ნიშნებს აჩენს.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით თემურ ღვინჯილიას სამსახურებრივი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 8 310 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 34 000 ლარს აღემატება.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს აპარატის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. რაც შეეხება დაკავებულების უფლებადამცველებს, მათ სასამართლოს 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს.

ამავე თემაზე: 

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სავარაუდოდ სიგარეტის კონტრაბანდისთვის დააკავეს 

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე 34 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს 

თემურ ღვინჯილიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს 

პროკურატურა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარისთვის პატიმრობას ითხოვს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
02 / აპრილი 2026
დიდპიჩვანი -სამეგრელოში მარხვის განსაკუთრებული ტრადიცია, რომელიც მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებას არ ნიშნავს.
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.