ახალი ამბები
ზუგდიდში ეთნოცენტრი გაიხსნა (ფოტო/ვიდეო)
პროექტის "ეთნოცენტრი - ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" ფარგლებში სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ეთნოსივრცე ოფიციალურად გაიხსნა. ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს-უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, ტრადიციული რეწვის პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა. გარდა ამისა, პროექტი მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც."დღეს ჩვენს მუნიციპალიტეტში გაეროს პროგრამის მხარდაჭერით ეთნოსივრცე გაიხსნა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებს რეწვის ნიმუშების რეალიზების შესაძლებლობა ექნებათ. ამ სივრცეს აქვს ორმაგი ეფექტი, გარდა იმისა, რომ მეწარმეებს ექნებათ თავიანთი ნამუშევრების გაყიდვის შესაძლებლობა, ასევე, ჩვენს მუნიციპალიტეტში მოსულ ვიზიტორებს ექნებათ შესაძლებლობა ზუგდიდიდან წაიღონ ადგილობრივი რეწვის ნიმუშები და სამახსოვრო ნივთები. ამდენად, ეს სივრცე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი რეწვისა და მეწარმეების ხელშეწყობის კუთხით, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ.

იდეა, რომ ზუგდიდში არსებულიყო სივრცე, სადაც მეწარმეები საკუთარი პროდუქციის რეალიზებას შეძლებდნენ ადგილობრივ ოსტატებს ეკუთვნით. პროექტის განხორციელება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიცირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.