ახალი ამბები
ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს ქვა ისევ ესროლეს - სავარაუდოდ დაკავებულია ერთი პირი
ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს ხობის ტერიტორიაზე უცნობმა პირმა გზა გადაურბინა და ქვა ესროლა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ერთ-ერთმა თვითმხილველმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, ქვა მგზავრს მოხვდა, რის შედეგადაც ქალმა თავის არეში დაზიანება მიიღო და სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.  

"ამ ქვის მსროლელმა გადაურბინა სხვა მანქანას გაქცევისას და იმ მანქანის მძღოლი რომ არ დაჯახებოდა და ჩვენც რომ არ დაგვჯახებოდა, გადავიდა გზიდან და ჩავარდა თხრილში. დამტვრეულია იმ კაცის მანქანაც. მერე, როგორც გვითხრეს, დაიჭირეს ის კაცი და სხვა კომპანიის ავტობუსის მძღოლის შვილი აღმოჩნდა", - გვითხრა თვითმხილველმა. 

კომპანია "გლობუსში" ამბობენ, რომ სავარაუდო დამნაშავე ავტობუსში დამონტაჟებული ვიდეორეგისტრატორის საშუალებით იდენტიფიცირდა.  "გლობუსის" წარმომადგენელი დავით დიდიშვილი აღნიშნულ ფაქტს კონკურენციას უკავშირებს. 

"მე არ ვიცი ვინაა დამნაშავე, ვისი შვილია. ორნი ყოფილან და მალევე დააკავეს როგორც ვიცი. რომ ესროლეს ქვა, გაიქცნენ და სიჩქარეში მოხვდნენ ავარიაში. სხვა კითხვებზე პოლიცია გასცემს ალბათ პასუხს. დარწმუნებული ვარ, ეს იმიტომ ხდება, რომ გვაქვს აქცია, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით ჩვენი ავტობუსით მგზავრობენ, უკანა გზაზე უფასოდ ბრუნებიან და ეს სერვისი, ალბათ ვიღაცისთვის პრობლემაა", - გვითხრა დავით დიდიშვილმა.

კომპანიიის კუთვნილ ავტობუსს ქვა გასულ თვესაც, ცაიშის ტერიტორიაზე ესროლეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.