ახალი ამბები
ზუგდიდში ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით სტუმრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერმა (ILO) თამარ ხელაძემ მიმართეს. შეხვედრაზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციები განიხილეს.

ამავე ცნობით, ადგილობრივ ბიზნესთან დისკუსია რეგიონულ დონეზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და რეგულაციების აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

მიხეილ დაუშვილმა რეგიონული ბიზნესის წარმომადგენლებს ინსპექტირების პროცესში ბიზნესის კანონიერი ინტერესების დასაცავად ბიზნესომბუდსმენის აპარატის მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა კერძო სექტორში რეგულაციების ეფექტურად აღსრულებისა და ზედამხედველობის სისტემის შესახებ ისაუბრა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ კითხვების დასმისა და უწყებების მხრიდან შესაბამისი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ამ დრომდე, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან კონსულტაციები თბილისის მასშტაბით მოქმედ სექტორულ ბიზნესებთან მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე კი, პლატფორმა რეგიონულ დონეზე ააქტიურებს მუშაობას, რათა დამტკიცებული რეგულაციების შესახებ ცნობადობის ამაღლება რეგიონულ დონეზე მოხდეს. რეგიონული შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც აქტიურია სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია.

ადგილობრივ ბიზნესთან შეხვედრა უკვე გაიმართა ბორჯომსა და ბათუმში. რეგიონულ დონეზე ბიზნესთან დისკუსია ასევე, დაგეგმილია თელავში, მცხეთასა და ქუთაისში. ბიზნესომბუდსმენის აპარატის და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი სამუშაო პლატფორმის ფარგლებში რეგიონული შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მხარდაჭერით იმართება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
11 / ივლისი 2026
დღევანდელი გადაცემა ერთ მივიწყებულ, თუმცა მრავალშრიან მეგრულ ტრადიციას -„ალანურობა-მალანურობას“ ეძღვნება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.