ახალი ამბები
ზუგდიდელმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია გამართა
ბიზნესმენმა მანანა მიქავამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის სახლთან აქცია გამართა. ის ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე სადაო ნაკვეთის შესახებ განმარტებების მიღებას ითხოვდა. მიქავას მტკიცებით, მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა, ილია ჯალაღანიამ უთხრა, რომ აღნიშნული ტერიტორიით ივანიშვილია დაინტერესებული. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ სურდა მას მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრა და მისგან სიმართლის გაგება.

"არავინ შეგვხვედრია, ივანიშვილის სახლის წინ ვიყავით და გავაკეთეთ განცხადებები. პროკურორის, ილია ჯალაღანის ნათქვამის გარკვევა მინდოდა. მე მას მაშინაც დავპირდი, რომ ამას მოვიკითხავდი და კიდევაც იცით, რომ მოვდიოდი ფეხით, მაგრამ ვერ მოვახერხე ჯანმრთელობის გამო. ვითხოვ მოაშორონ კრიმინალები ზუგდიდს, ასევე თუ ეს ტყუილია, პასუხი მოეთხოვოს ილია ჯალაღანიას", - ამბობს მიქავა. 

მისივე ინფორმაციით, დღეს თავის იურისტთან ერთად საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისვლას და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. 

"გენპროკურატურაში დიდი ხანია შესულია ჩვენი საჩივარი. მე ვიკითხებოდი 4 საათის განმავლობაში. მოგეხსენებათ, მივიღეთ შეტყობინება, რომ ის 2 წლიანი გამოძიება, ილია ჯალაღანიამ, რომ ვითომ დახურა და გამოიძია, დასრულდა. ამიტომ გადავწყვიტეთ დამატებითი დეტალების შესახებ გენინსპექციას მივაწოდოთ ინფორმაცია. კიდევ ერთხელ მოვითხოვოთ სასწრაფო წესით გამოიძინონ დანაშაული", - უთხრა რადიო "ათინათს" მიქავად ადვოკატმა ნანა ფირცხელევამ. 

ბიზნესმენი ზუგდიდში დაბრუნების შემდეგ პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

მიქავამ რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდის მერიის შენობაში საპროტესტო აქცია გამართა და იმ საბუთების წარდგენა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც მას სადაო მიწის ნაკვეთი ჩამოერთვა. ის ამბობს, რომ დოკუმენტაცია გაყალბებულია და მერიამ აღნიშნული ტერიტორია უსამართლოდ დაიკანონა. ის ამტკიცებს, რომ მიწის ნაკვეთის ნაწილი მერიას გარიგების საფუძველზე დაუთმო, მაგრამ ის მოატყუეს და ტერიტორია სრულად მიისაკუთრეს.

მანანა მიქავა ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, წლებია დაობს. მას ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მიქავას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აკვაპარკი უნდა აეშენებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეასრულა და ხელშეკრულება გაუუქმეს.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება, რის გამოც მანანა მიქავა აქციებს პერიოდულად მართავს.

აღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით ედავება გამოძიება ქრთამის აღებას ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს.

ამავე თემაზე: 

ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად ზუგდიდელი ბიზნესმენი თბილისში ფეხით ჩასვლას გეგმავს

ზუგდიდელი ბიზნესმენი აქციებს აანონსებს და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს 



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.