ახალი ამბები
ზუგდიდის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზარდა
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 1 მილიონ 38 ათასი ლარი გამოეყო. ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს. აღნიშნული თანხა რვა ადმინისტრაციოულ ერთეულში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მოხმარდება:

197 ათასი ლარი - სოფელ ალერტკარში, საკანკიოს უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
150 ათასი ლარი - სოფელ კახათში, წმ. ნინოს ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
120 ათასი ლარი - ჯუმი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
140 ათასი ლარი - სოფელ კახათში, გუგუჩიას ქუჩის გზის რეაბილიტაცია;
95 ათასი ლარი - ოირემე-დავითიანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
95 ათასი ლარი - კოკი-ახალკახათის გზის რეაბილიტაცია;
95 ათასი ლარი - ნარაზენი-შამადელას დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

ცვლილებებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი 63 მილიონ 551 ათასი ლარით განისაზღვრა, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 62 მილიონ 519 ათასი ლარისა.

ინფორმაციისთვის, საკრებულოს წინა სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მერიამ მთავრობისგან ბიუჯეტის შემცირების რეკომენდაცია მიიღო და ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი 2 მილიონ 621 ათასი ლარით შემცირდა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
22 / იანვარი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.