რეგიონი
ზუგდიდში კორონავირუსი კიდევ 4 მოსწავლეს დაუდგინდა
28 სექტემბერს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რეგიონის მასშტაბით გატესტილი 652 ბიოლგიური ნიმუშიდან, 15 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. აქედან, 6 ე.წ. საბერიოს კლასტერს მიეკუთვნება, 1 ხობის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა, 3 სენაკში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ზუგდიდში ინფექცია 5 პირს დაუდგინდა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ მალხაზ თორიამ ისაუბრა.

„5 პირიდან 1 ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს განეკუთვნება, ხოლო 4 მოსწავლე რეპეტიტორისგან დაინფიცირდა. ეს არასრულწლოვნები ქალაქის სკოლების მოსწავლეები არიან. აღსანიშნავია, რომ ამ ბავშვებს სხვა მოსწავლეებთან შემხებლობა არა აქვთ, რადგან ქალაქის სკოლები სწავლის დიტანციურ რეჟიმზე არიან“, - აღნიშნა მალხაზ თორიამ.

ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 677 მოქალაქე იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმს 176 პირი გადის.

რაც შეეხება რუხის საავადმყოფოს, აქ 73 პაციენტი მკურნალობს, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი. ფოთის კლინიკაში კი 36 კოვიდდადებითი პაციენტი გადის მკურნალობის კურსს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ოქტომბერი 2026
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.