ახალი ამბები
დაკავებული ბებუას სახლის ჩხრეკისას ხელყუმბარა იპოვეს - სოხუმი 
გალში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ირაკლი ბებუას, რომელმაც აფხაზური დროშა დაწვა, სახლში ხელყუმბარა აღმოაჩნდა, ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, "გამოძიება დაწყებულია და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სხვისი ქონების განზრახ დაზიანების, აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის ფაქტზე, ასევე, 1993 წელს დაბადებული ირაკლი ბებუას საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის ფაქტებზე".

უწყების ცნობით, ბებუა გალის რაიონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი და ამ ეტაპზე 30- დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გალში დაკავებულ ირაკლი ბებუაზე ინფორმაცია სოციალურ ქსელში 30 სექტემბერს გავრცელდა, რომლის მიხედვით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში "გამარჯვების დღეებს" ზეიმობდნენ.

1 ოქტომბერს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომ ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი. ქართული მხარე ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

დაკავებულის ოჯახი უკვე შეხვდა სახალხო დამცველს. შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ სამინისტრო შესაბამის სტრუქტურებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა უმოკლეს დროში გაათავისუფლონ გალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე. თავად ბებუამ დაკითხვისას განმარტა, რომ საწინააღმდეგო არაფერი აქვს არც დროშასთან და არც აფხაზ ხალხთან. მამაკაცი განმარტავს, რომ მისი ამ ქმედების მიზანია გამოხატოს აფხაზებისა და ქართველების მეგობრულად ცხოვრების სურვილი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.