"ბიძინას ბუტკა" - ზუგდიდის საოლქოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ვიდეო)
15:10 / 04.11.2020
ზუგდიდის საოლქოსთან ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი საოლქოს თავმჯდომარესთან, მირანდა მესხთან შეხვედრას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მათ აქვთ ოქმები, რომელშიც ნათლად ჩანს თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ "მონა!", მათ ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერით "ბიძინას ბუტკა", "ნუ წაგვართმევთ არჩევანს!" და სხვ.
"შევუერთდით ზუგდიდელ ახალგაზრდებს, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც მოვიდნენ დღეს და გააპროტესტეს ის, რაც ამ შენობაში ხდებოდა მთელი თვის განმავლობაში და 31 ოქტომბერს დააგვირგვინა მირანდა მესხმა. მოგვაქვს ის სამარცხვინო ოქმები, რომელთა საშუალებითაც არჩევნები გააყალბეს და წაართვეს ზუგდიდელ მოსახლეობას. ხელისუფლებამ დაგვახვედრა პოლიციის კორდონი. ეს არის პასუხი! ისინი მხოლოდ პოლიციის კორდონით შემოიფარგლებიან. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლება. გამორიცხულია ბიძინა ივანიშვილს შერჩეს ეს გაყალბება, გამორიცხულია ქართველმა ხალხმა, აი ამ ახალგაზრდებმა დაუთმონ მათ. მათია მომავალი, ესენი მაინც გაიტანენ და დაათმობინებენ ბიძინას იმ გაყალბებას, რომელიც მან ჩაიდინა 31 ოქტომბერს", - თქვა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ბათლომე შელიამ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავები შეკრებილებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები