ზუგდიდში ასაკოვანი მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის ბინაზე მკურნალობდა და მას თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდა. 73 წლის მამაკაცს ვირუსული ინფექცია
4 ნოემბერს გამოუვლინდა და ის დღეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის, 136 ზუგდიდში დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები