"უბანზე არ ვუშვებთ ისეთ პირს, რომელსაც არა აქვს აკრედიტაცია. ვამოწმებთ ბეიჯებს პირადი ნომრით და არ ვუშვებთ უცხო პირებს შიგნით. მე უბნის შიგნით ვიმყოფები და მასზე ვარ პასუხისმგებელი, ხოლო რა ხდება გარეთ ვერაფერს გეტყვით", - ამბობს 21-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე სალომე წულაია.
"ჩვენს ორგანიზაციას 30-ზე მეტი მობილური ჯგუფი ჰყავს, მათ შორის, 2 ზუგდიდში და ვაკვირდებით უბნებზე არსებულ ვითარებას. არაერთ საარჩევნო უბნის გარეპერიმეტრზე შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების ყოფნა. ასე ხდებოდა პირველ ტურში და დღესაც იგივე სურათია. ასევე, ტენდენციად ჩამოყალიბდა ის, რომ აგიტატორებს გარკვეული სახის სიები აქვთ და მოძრაობენ, როგორც უბნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს შეიძლება იყოს სამაგიდო სიაც, რაც სამართლებრივად დარღვევაა. მეორე ტურში, არაკონკურენტუნარიან გარემოში კრიმინალური მენტალობის მქონე და არაუფლებამოსილი პირების ყოფნას საარჩევნო უბნებზე შესაძლოა ჰქონდეს ის ახსნა, რომ სურთ მეტი ამომრჩეველი დაფიქსირდეს უბანზე, რადგან აქტივობა არის ძალიან დაბალი", - ამბობს ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი დავით ლოგუა. უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.


მასალის გამოყენების პირობები