ახალი ამბები
"ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით ზუგდიდსა და ხობში 2 პირი დააკავეს
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ზუგდიდსა და ხობში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1959 წელს დაბადებულ რ.გ. და 1964 წელს დაბადებული კ.ქ.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდის" - როლანდ გეგეჭკორის (მეტსახელად "შლაპა") მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან, სამეგრელოში, ბიზნესმენს - ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს - ა.ც.-ს, პერიოდულად უკავშირდებოდნენ და "ქურდული სამყაროს" სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ. ამ მიზნით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. "კანონიერ ქურდს" - როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს. ე.წ. "კანონიერმა ქურდმა" ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 - 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ა.ც.-ს, ბ.თ.-სა და მას შორის", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა 10 000 ლარი გადასცა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და "გეკოს" ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდს" უკავშირდებოდნენ.

"ქურდული სამყაროს" წევრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.