ახალი ამბები
11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას 3 მარტი მიულოცეს
11 შვილის დედას ნანა ლაგვილავას დედის დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად, მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

,,მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას უზრდით 11 შვილს, ეს ნამდვილად გმირობაა, თქვენ ხართ მისაბაძი დედა. ყოველდღიური სირთულეები და გამოწვევები გექნებათ და მიუხედავად ამისა თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ შვილებს, აძლევთ მათ განათლებას. მიხარია, რომ თქვენი შვილები ამდენი მედლის, თასის, დიპლომის მფლობელები არიან, ეს ყოველივე მათ ნიჭიერებასთან ერთად ხაზს თქვენს შრომას და თავდადებას უსვამს. მადლობა ამისთვის თქვენ ქალბატონო ნანა და თქვენს მეუღლეს. მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის დედა ხართ“ - განაცხადა მრავალშვილიან დედასთან საუბარში მალხაზ თორიამ.

ბეჭვაიების თერთმეტივე შვილი ჭადრაკს თამაშობს. მათ სხვადასხვა შეჯიბრებებსა და საერთაშორისო ტურნირებში 200-ზე მეტი მედალი და 100-მეტი თასი აქვთ მოპოვებული.

ბეჭვაიების 11 შვილიდან ყველაზე პატარა 8 წლისაა,ხოლო უფროსი 26 წლისაა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.