სკეიტ-პარკში შეკრებილმა მოხალისეებმა ქუჩის ცხოველებისთვის განკუთვნილი სახლების აწყობასა და გაფერადებაში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ შეყილაძემ აღნიშნა, მზა საცხოვრისები ქალაქის სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილდება.
ღონისძიებას "სამეგრელოს სკაუტების" წევრები და ხობის საკვირაო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ.
"ზაქარას კეთილი მანქანა - მიუსაფარი ცხოველების პროექტის" იდეის ავტორი ზაქარია დოლიძის ინფორმაციით, ზუგდიდამდე ის დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმყოფებოდა და ამჯერად გურიისკენ მიემართება. ჯამში, რამდენიმე დღიანი კამპანიის ფარგლებში 15-მდე სახლი დამზადდება.
4 აპრილს მსოფლიოში მიუსაფარი ცხოველების საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები