ახალი ამბები
პარლამენტის ყოფილი წევრის ეკონომიკური ინტერესები ჩხოროწყუში - TI-ის კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აგრძელებს მოკვლევას პარტია „ქართული ოცნებიდან” საქართველოს 2016 წლის მოწვევის პარლამენტის წევრისა და ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის, ჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესების შესახებ. ამჯერად, ორგანიზაცია იზორიასთან დაკავშირებული ორი ბინზესინტერესის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

„ჩხოროწყუში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მომსახურებას კომპანია შპს „თოგენი” ახორციელებს. შპს „თოგენი” 2017 წლის დეკემბერში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 80% წილს ჯუმბერ იზორიას მეუღლე, ლელა ვახანია ფლობს, 20% წილის მფლობელი და დირექტორი კი ჯუმბერის ძმა, ვეფხვია იზორიაა.

შპს „თოგენმა” მსუბუქი ავტომობილის, მიკროავტობუსისა და მსუბუქი სატვირთოების (M1, M2, N1 კატეგორიები) ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაცია 2018 წლის ივნისში მიიღო. აღსანიშნავია, რომ „თოგენი” ერთადერთი კომპანია იყო ჩხოროწყუდან, რომელმაც ცენტრს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მიღების მიზნით მიმართა. აკრედიტაციის ცენტრის ინფორმაციით, შპს „თოგენმა” 2018 წლის ივნისიდან დღემდე 13,622 ავტომობილის ინსპექტირება ჩაატარა“,- ნათქვამია კვლევაში.

ორგანიზაციის მტკიცებით, შპს “თოგენს” 2018 წლის ივნისიდან დღემდე დაახლოებით 836,520 ლარის ოდენობის შემოსავალი აქვს მიღებული.

„მეორე ბიზნესი, რომელიც ასევე ჯუმბერ იზორიასთანაა დაკავშირებული, არის ჩხოროწყუში, კოსტავას ქუჩაზე, შპს „თოგენის“ მიმდებარედ მდებარე ავტომობილების შეკეთების ცენტრი და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ინდმეწარმე ცაბუ გოგუაა. იზორიასთან მის კავშირზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო შესყიდვებში ცაბუ გოგუას სახელით ჯუმბერ იზორიას ძმა, ვეფხვია იზორია მონაწილეობს, რომელიც, ოფიციალურად გოგუას მინდობილი წარმომადგენელია. ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან რვა შემთხვევაში, ასევე 58 გამარტივებული შესყიდვიდან 36 შემთხვევაში ხელშეკრულებებს ხელს სწორედ ვეფხვია იზორია, როგორც ცაბუ გოგუას წარმომადგენელი აწერს.

გოგუამ 2012 წლიდან დღემდე 166,900 ლარის ღირებულების 13 ტენდერი მოიგო, ამავე პერიოდში კი 91,807 ლარის 58 გამარტივებული შესყიდვა მიიღო. ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების ჯამურმა ღირებულებამ 257,987 ლარი შეადგინა. საქონლისა და მომსახურების შემსყიდველები უმთავრესად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი და მისი იურიდიული პირები არიან. აღსანიშნავია, რომ ცაბუ გოგუას მიერ მოგებული 13 ტენდერიდან 12 შემთხვევაში კონკურენტი არ ჰყოლია, ერთ შემთხვევაში კი მან კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღო კონტრაქტი, რომელსაც უფრო დაბალი ფასი ჰქონდა შეთავაზებული. “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ერთის მხრივ ცაბუ გოგუას სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის კანონიერების საკითხი. მეორეს მხრივ კი განსაზღვროს რამდენად გამჭვირვალედ და კანონიერად მოხდა შპს „თოგენისთვის” ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების აკრედიტაციის მინიჭება და დაადგინოს, შეიცავდა თუ არა ორივე შემთხვევა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.

წლის დასაწყისში ორგანიზაცია იზორიას ძმისგან ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-ის მიერ საწვავის გამარტივებული წესით შესყიდვების შესახებ იუწყებოდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” შესაბამის ორგანოებს მაშინაც მოუწოდებდა საკითხის შესწავლისკენ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 31 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 19 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.