რეგიონი
სტიპენდია საუკეთესო სტუდენტს ტრაგიკულად დაღუპული ზუგდიდელი სტომატოლოგის ოჯახისგან (ფოტო)
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის ავტოავარიაში დაღუპული სტომატოლოგის ნათია როგავას ოჯახის წევრებმა სტიპენდია დააწესეს. ფულადი ჯილდოს გარდა ნათიას დაბადების დღეზე, ყოველ წელს, 13 ივლისს სტომატოლოგიური პროგრამის საუკეთესო სტუდენტს სპეციალური სიგელი და სიმბოლურად კბილის ფორმის სკულპტურა გადაეცემა წარწერით "სიყვარულისა და მაღალი პასუხისმგებლობის გარეშე თეთრი ხალათის ტარება შეუძლებელია". 


პირველი ასეთი სტუდენტი, რომელსაც ნათია როგავას მეუღლემ და შვილმა ჯილდო გადასცეს, თამარ ახალაიაა. მან დაღუპული სტომატოლოგის ოჯახს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი ოჯახის მიზანია, რომ ამ ფორმითაც, როგორც შეგვიძლია, უკვდავვყოთ ნათიას სახელი. ნათიას სურდა, რომ გამხდარიყო ლექტორი და თავისი ცოდნა და გამოცდილება მომავალი თაობებისთვის გაეზიარებინა. ვფიქრობთ, ეს სტიმული იქნება ახალგაზრდა მომავალი სტომატოლოგებისთვის“, - თქვა ნათიას დამ მარიამ როგავამ.

ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და ნათია როგავა გაიხსენეს მისმა ოჯახის წევრებმა, თანამშრომლებმა და მეგობრებმა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და თანამშრომლებმა კი მის ოჯახს წამოწყებული საქმისთვის მადლობა გადაუხადეს.

31 წლის სტომატოლოგი ნათია როგავა 2020 წლის 7 ნოემბერს მოჰყვა ავტოავარიაში.  მძიმე დაზიანებებით ის თბილისის კლინიკაში 25 ნოემბერს გარდაიცვალა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.