მარტვილში, სალხინოს მამათა მონასტრის კელიებიდან განკვეთილ სასულიერო პირებს პირადი ნივთების გამოტანის საშუალება მისცეს.
ისინი პოლიციას ორ-ორად შეჰყავს. ამის შესაძლებლობა განკვეთილ ბერ- მონაზვნებს სამი დღის შემდეგ პირველად მიეცათ.
![](/images/temp/2021/11/07/bbebc7c25990c8fb168eb1f4bc2c24c8.jpeg)
ინფორმაციისთვის, დღეს მონასტერთან ვითარება ორჯერ დაიძაბა. ინციდენტის შედეგად 10 -მდე ადამიანი, მათ შორის, ერთი განკვეთილი სასულიერო პირი პოლიციაში გადაიყვანეს.
სასულიერო პირები, რომლებიც ეპარქიის მმართველმა სტეფანემ განკვეთა, ეკლესიის დატოვების დრო ხუთშაბათს ამოეწურათ.
მასალის გამოყენების პირობები