ახალი ამბები
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა მირანდა მესხს ხელბორკილები გადასცა
ზუგდიდის ახლად არჩეული საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დარიკო არქანიამ, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხელბორკილები გადასცა. მისი თქმით, მირანდა მესხმა არჩევნების შედეგები გააყალბა და ამისთვის პასუხს აგებს. მან მესხს ხმების ქურდი უწოდა.

"ქალბატონ მირანდას სიმბოლურად მოვუტანეთ ხელბორკილები და მოვახსენეთ, რომ მან ამ არჩევნებზე ქართველ ხალხს და ზუგდიდელებს მოპარა არჩევანის უფლება და ეს არის დანაშაული. ის აუცილებლად აგებს პასუხს და წავა ციხეში. ამიტომაც, სიმბოლურად მოვუტანეთ ხელბორკილები", - თქვა არქანიამ.

სხდომის დაწყებამდე დამსწრეებმა ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას მიაგეს პატივი წუთიერი დუმილით. ენმ- ს წევრმა თეიმურაზ ბასილაიამ განაცხადა, რომ ფუტკარაძე სისტემის მსხვერპლია.

საკრებულოს უხუცესმა წევრმა კონსტანტინე უბერმა, რომელიც სხდომა გაუძღვება, აღნიშნა, რომ აქ ქალაქის საკეთილდღეოდ მისაღებია საკითხები და პოლიტიკური განცხადებები სხვა დროს შეიძლება გაკეთდეს, რაზეც, საკრებულოს წევრმა ენმ - დან მაია კალანდიამ მას უპასუხა, რომ ასეთი რეპლიკები არ მოაკლდება "ოცნებას". სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ამოიწურა.
ახალი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს პირველი სხდომა 12 საათზე დაიწყო. მას 45-ვე დეპუტატი ესწრება. დღის წესრიგის მიხედვით, ახალმა შემადგენლობამ თავმჯდომარე და მისი მოადგილეები უნდა აირჩიოს. მანამდე, სხდომას უხუცესი წევრი კონსტანტინე უბერი გაუძღვება, რომელიც საკრებულოში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით შევიდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, წარმომადგენლობით ორგანოში მყარი უმრავლესობა ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას პარტიები დამოუკიდებლად ვერ მიიღებენ. კერძოდ, ახალი საკრებულო შემდეგი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 22 წევრი, "ქართული ოცნება" - 20, ხოლო "გახარია საქართველოსთვის" 3 დეპუტატით.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალური ლიდერი, აპლიკაციაში კონტენტის შემქმნელებს შეახსენებს აუდიტორიის ნახვისა და დაკავშირების შესაძლებლობებს: მესენჯერში
საქართველოში პირველად ინდივიდუალური მეწარმეებისთვის წამახალისებელი გათამაშება დაიწყო. საქართველოს ბანკი ინდ მეწარმის სტატუსის მქონე მიკრო და მცირე მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს, ყოველდღიური, რეგულარული
დღის სიახლეები
10 / ოქტომბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა და "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც თქვა, რომ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საარჩევნო
10 / ოქტომბერი 2024
ჰიდროელექტროსადგური "ენგურჰესი" სოციალურ ქსელში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ის "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს
10 / ოქტომბერი 2024
აბაშის მუნიციპალიტეტში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალის" ერთ-ერთი ფილიალის გაძარცვა სცადეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 26 °C
img
სოხუმი 25 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.