ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე ერთ-ერთ აფთიაქში მანქანა შევარდა. თვითმხილველების ინფორმაციით,
მძღოლი ავტომობილს აპარკინგებდა, თუმცა დამუხრუჭება ვერ მოახერხა.
![](/images/temp/2021/12/15/2a48308d1033ec12f164fe2112267a8b.jpg)
მძღოლის თქმით, ის შეუძლოდ გახდა და ამიტომ უნდოდა აფთიაქში მედიკამენტის საყიდლად შესვლა.
![](/images/temp/2021/12/15/4539e7c20b00578fa99701198b133be8.jpeg)
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
![](/images/temp/2021/12/15/1eb02d3de8aeca8a6f608a5d96a63877.jpeg)
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები