ზუგდიდსა და აბაშაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში გაჩერებული ავტომანქანების ძარაზე ჯამში 3 მ³-მდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.
"მოქალაქეებმა 30 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე უკანონოდ მოჭრეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოებში", - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები