დღეიდან ზუგდიდში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც საინიციატივო ჯგუფმა და მოძრაობა "ხმამ" მოამზადა.
ინიციატორები მოითხოვენ, რომ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ყველა მსურველისთვის უფასო იყოს.
![](/images/temp/2022/02/18/bf4b9241ee6e508343985ddb2192bb75.jpeg)
პირველი ხელმოწერები მოქალაქეებმა ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე დააფიქსირეს. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი, ილია ჭანტურია გვეუბნება, ჯამში, მინიმუმ 590 ხმაა საჭირო. აღნიშნულ ლოკაციაზე ხელმოწერებს მომდევნო დღეებშიც შეაგროვებენ.
![](/images/temp/2022/02/18/b98a06403bca19141eddfe6258a7147a.jpeg)
შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვების შემდეგ პეტიციას განსახილველად საკრებულოს წარუდგენენ.
მასალის გამოყენების პირობები