ახალი ამბები
ვინ გასცა რუსულენოვანი სიგელები ზუგდიდში და მოკრივეების მწვრთნელის პასუხი
საკრებულოს წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ხათუნა შამუგიამ დღეს სოციალურ ქსელში სპორტული შეჯიბრის რუსულენოვანი სიგელი გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლითაა დათარიღებული. დეპუტატმა ივარაუდა, რომ სიგელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერაა გაცემული, რადგან მასზე სწორედ აღნიშნული ა(ა)იპის დირექტორის ხელმოწერაა დაფიქსირებული. 

"რუს ოლიგარქს აქვს უზურპირებული ხელისუფლება და რუსულ პროპაგანდას ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. საშინელება ისაა, რომ ეს ხდება სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე", - გვითხრა ხათუნა შამუგიამ.

"ათინათმა"
გადაამოწმა, ვის ეკუთვნის სიგელზე დატანილი ბეჭედი და აღმოჩნდა, რომ ის ამ ეტაპზე უკვე ლიკვიდირებულ "ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრს" ეკუთვნის, რომელიც 2018 წლიდან არ ფუნქციონირებს.

როგორ აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ გაცემულ სიგელზე ძველი ბეჭედი და დირექტორის ხელმოწერა? - ამ კითხვით ზუგდიდის მერიას მივმართეთ, სადაც აღნიშნულთან კავშირს უარყოფენ და გვეუბნებიან, რომ ეს მიზანმიმართული დისკრედიტაცია სპორტული დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიმართ.

"სოციალურ ქსელში გავრცელებული რუსულენოვანი დიპლომი, რომელიც თითქოსდა გაცემულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ არ წარმოადგენს სიმართლეს და არაფერი აქვს საერთო ცენტრის სამუშაო პოლიტიკასთან. ცენტრს არც ახლა და არც არასდროს რუსულენოვანი სერტიფიკატი ან დიპლომი არ გაუცია", - გვითხრეს მერიაში.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მოკრივეებს სიგელები საკუთარი ინიციატივით ადგილობრივმა მწვრთნელმა გაგა თოდუამ გადასცა. მისი ინფორმაციით, მეგობრული შეჯიბრებები სომეხ და ზუგდიდელ მოზარდებს შორის 18, 19 და 20 თებერვალს მიმდინარეობდა, დასასრულს კი სიგელები ყველა სპორტსმენს დაურიგდა. 

"სომეხ მოკრივეებთან გვაქვს კარგი ურთიერთობა, ხან იქით დავდივართ, ხან ჩვენთან ჩამოდიან. ჩვენი მოკრივეები თუ კი არიან კარგები, ასეთი მეგობრული შეხვედრების დამსახურებაა. რამდენიმე დღის წინ დამირეკა იქაურმა მწვრთნელმა, შეგიძლია მიგვიღოო? ამაზე (სიგელების დამზადება ავტ.) ტენდერია გამოსაცხადებელი, რაზეც ბატონი გოჩა არ შევაწუხე და მქონდა 2011 წლის სიგელი, ჩემი შვილის და სკანირება გავაკეთე. რუსულენოვანია კი, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. სომხებს აწყობდათ ამ ენაზე. რუსულიც და ინგლისურიც საერთაშორისო ენებია, მერე რა? ის ბეჭედი და ხელმოწერაც სკანირებულ ვერსიაში გადმოვიდა. არავისთვის არაფერი წამირთმევია, პირიქით ჩემი ჯიბის ფულით დავბეჭდე სიგელები, არც სახელმწიფო შემიწუხებია, არც არავინ. კარგის დანახვა არავის უნდა, ჯანსაღი თაობა, რომ ჯანმრთელი ერია, ამაზე ისაუბრონ. ენას ჩვენთვის არაფერი დაუშავებია, ვინმემ თუ რამე დაგვიშავა ეს არის რუსეთის მთავრობა და პოლიტიკოსები. გერმანულს რატომ არ ვერჩით ამ პრინციპით? ვითომ გმირებად რომ მოაქვთ თავი, ერი-ბერი გარეთ უნდა გამოვიდესო ასეთებზე, ერთი ტყვია რომ გავარდეს, ხან სად დაიმალებიან, ხან სად! რა გახდა ეს სიგელები? იმდენი ტერიტორია გვაქვს დაკარგული, ამაზე თუ წუხს ვინმე? გავაკეთე სიგელები, მინდოდა ბავშვების წახალისება და გახარება. ინგლისურად რომ ყოფილიყო, არ გახდებოდა სალაპარაკო? დავიწყებული აქვთ პატრიოტიზმი რა არის, ჰგონიათ, თუ ბევრს ლაყბობენ, საქმის გამკეთებლები არიან. მადლობა კი არ უთქვამთ ბავშვებს ასე რომ ვზრდი. 92 წლიდან  2010 წლამდე, 17 წელზე მეტი უხელფასოდ, უანგაროდ ვიმუშავე, არც ბავშვებისგან ამიღია კაპიკი, არც არავისგან. ზუგდიდელ, ხობელ ბავშვებს ვწვრთნიდი - ევროპის ჩემპიონები რომ გვყავს, ამაზე რომელმა იფიქრა?", - გვითხრა გაგა თოდუამ.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ყველა სახის პასუხისმგებლობისთვის. 








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.