ახალი ამბები
საქართველოში ჩარჩენილ უკრაინულ ოჯახს წალენჯიხაში შეიფარებენ
წალენჯიხის მკვიდრი ნინო მჭედლიშვილი საქართველოში ჩარჩენილ უკრაინულ ოჯახს უმასპინძლებს, ხოლო ადგილობრივი მერია მათ სხვა საჭიროებებს უზრუნველყოფს. სნეჟანა და ვლადიმერ ერემეევები თბილისიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვიდნენ. ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე მათ მიმღები ოჯახის წევრები, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილე თამარ ბელქანია დახვდნენ. 

"ჩემი მეგობარი მუშაობს სასტუმროში, სამი დღის უკან დადო სტატუსი, რომ ჰყავდა სასტუმროში ოჯახი უკრაინიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ 23 თებერვალს და სასტუმროში გაჩერების ვადა ეწურებოდათ 3 მარტს. უკან ვერ ბრუნდებოდნენ, თვითონ ამ მეპატრონეს პირობები არ ჰქონდა, რომ თავისთან წაეყვანა. პირველი რაც დავწერე ეს იყო, რომ გამოეშვათ ჩემთან. მე მაქვს ერთოთახიანი ბინა, კეთილმოწყობილი. სოფელშიც მაქვს სახლი, მე გადავედი სოფელში და ბინის გასაღები მათ ჩავაბარე. უმუშევარი ვარ, ოჯახში მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობს. მხოლოდ ბინით უზრუნველყოფა არაა საკმარისი, საკვებიც სჭირდებათ, ამიტომ მივმართე წალენჯიხის მერს, გია ხარჩილავას და ჯვარის რწმუნებულს. ხედავთ, რომ უყურადღებოდ არ დატოვეს. ჯვარის რწმუნებულმა გაავრცელა ეს ინფორმაცია და უამრავი შემოწირულობები გაკეთდა გუშინ. თქვენ ნახავთ, რომ თუ როგორ დახვდებიან მათ. დიდება უკრაინას!, დიდება საქართველოს! რუსეთი ოკუპანტია!", - აღნიშნა ნინო მჭედლიშვილმა.

უკრაინული ოჯახი ხმელნიცკის ოლქის, ქალაქ სლავუტადანაა.  ისინი საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩამოფრინდნენ საქართველოში. 

"ჩამოვედით და მალევე შვილებმა დაგვირეკეს, რომ იბომბებოდა ქალაქები. ჩვენი ქალაქი პატარაა, მოსახლეობა ბუნკერებში იმალება, გამუდმებულად ისმის გამაფრთხილებელი სირენის ხმა. ახლოს არის ქალაქი ნეტეშინი, სადაც ატომური ელექტროსადგურია, ამის გამოც განვიცდით. უკრაინაში დარჩა ჩვენი 2 შვილი და 4 შვილიშვილი...მათთან მუდმივ კონტაქტში ვართ, ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, ცოცხლები არიან. სასტუმროში, სადაც ამ დრომდე ვიმყოფებოდით, დაგვეხმარნენ და გვიპოვეს ოჯახი წალენჯიხიდან. შემოგვთავაზეს ვიყოთ იქ, სანამ ყველაფერი არ მიწყნარდება, სანამ ვერ შევძლებთ დაბრუნებას", - უთხრა ჟურნალისტებს სნეჟანა ერემეევამ.

წალენჯიხის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი საჭიროების შემთხვევაში სხვა ოჯახებსაც გაუწევს დახმარებას. 

"ომი საშინელებაა, ადამიანი ვერ ბრუნდება საკუთარ სამშობლოში. მათ სასიცოცხლო საფრთხეები უდგათ და ამ რეალობიდან გამომდინარე პირველი ოჯახია, რომელსაც წალენჯიხა მიიღებს, შეიფარებს და იზრუნებს მათზე. ინფორმაციის მიღებიდანვე წალენჯიხელი მოქალაქე ნინო მჭედლიშვილი აქტიურად გამოეხმაურა ამ საკითხს, ჩაერთო ჩვენი თვითმმართველობაც და ეს ადამიანები იქნებიან წალენჯიხაში, როგორც სახლში. ომს აქვს საშინელებები, მაგრამ ომი მათ სამშობლოს ვერ წაართმევს, როგორც ჩვენ ვერ წაგვართმევს რუსეთი და იმპერია სამშობლოს", - აღნიშნა მერმა.

რამდენიმე დღით ადრე წალენჯიხის მერიამ 20 უკრაინელი ბავშვის მიღების მზაობა გამოთქვა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დღის სიახლეები
02 / დეკემბერი 2024
„შეუძლებელია სკოლა ატარებდე საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელს და გული არ შეგტკიოდეს იმაზე, რაც ახლა საქართველოში ხდება“, - ასეთი ეხმაურება, ზუგდიდის N-2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
01 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში, ზუგდიდში, აქციის მონაწილეები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. ისინი აპროტესტებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების.
01 / დეკემბერი 2024
დღეს, ზუგდიდში, 17:00 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ, მოქალაქეები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.