ახალი ამბები
სვანეთის გზებზე კვლავ შეზღუდვებია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამავე ცნობით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. ასევე თავისუფალია საავტომობილო გადაადგილება გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება ავტოტრანსპორტის განვლადობის შენარჩუნებისათვის",- ნათქვამია განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.