ახალი ამბები
"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს უცხადებს საკუთარ ხალხს - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე
კვორუმის არარსებობის გამო ზუგდიდის საკრებულოს სხდომა 1 საათით გადაიდო. წარმომადგენლობით ორგანოში არ გამოცხადნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიგა ფარულავამ და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. 

"სამწუხაროა ის რეალობა, რაც გვაქვს. "ნაციონალური მოძრაობა" მორიგ ჯერზეც არ გამოცხადდა საკრებულოს სხდომაზე. იმ რეალობაში, რაც გვაქვს რეგიონში, ჩვენი ქვეყანა არის დიდი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე უსაფრთხოების ნაწილში, ასევე ეკონომიკურ ნაწილში. მაშინ, როდესაც ჩვენს მოსახლეობას ყოველდღე უძვირდებათ ფასები კონკრეტულ პროდუქტებზე, მედიკამენტებსა თუ საწვავზე, ყველა ჩვენთაგანმა უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. საკრებულოს შემთხვევაში უნდა ვზრუნავდეთ იმ კონკრეტულ პრობლემებზე რაც დგას ზუგდიდელების წინაშე. "ნაციონალური მოძრაობა" კი სამწუხაროდ ბოიკოტს უცხადებს საკუთარ ხალხს. მოვუწოდებ მათ კიდევ ერთხელ, იგრძნონ ეს პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს პროცესებში. თუ არ აპირებენ ამას, მაშინ აუხსნან ქალაქს და საზოგადოებას რატომ არ მონაწილეობენ პროცესებში. ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვაცხადებთ მკაფიოდ, რომ მზად ვართ დავუჭიროთ მხარი ნებისმიერ ჯანსაღ წინადადებას, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება მისი ინიციატორი", - თქვა გიგა ფარულავამ. 

ენმ-ის წევრები საკრებულოს აპარატის და მერიის ააიპ-ების რეორგანიზაცია​ს, კერძო აუდიტის მოწვევასა და სახელფასო ფონდის შემცირებას ითხოვენ. შესაბამისი წერილით მათ საკრებულოს თავმჯდომარეს რამდენიმე დღის წინ მიმართეს. თავის მხრივ, წინა საკრებულო სხდომაზე გიგა ფარულავამ მათ უპასუხა, რომ მისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნები დაუშვებლად მიაჩნია. აღნიშნული განცხადების შემდეგ ენმ-ის დეპუტატებმა სხდომა დატოვეს. ისინი ამბობენ, რომ საკრებულოში მანამ არ გააგრძელებენ მუშაობას, სანამ ფარულავა მათ მიერ დასახელებულ საკითხებზე თანხმობას საჯაროდ არ დააფიქსირებს.


ამავე თემაზე: 

ენმ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს

ენმ-ის ინიციატივა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით რევანშის წყურვილია - ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე

ენმ-ის მოთხოვნები ცდება ზუგდიდის საკრებულოს კომპეტენციას - ოთარ ქადარია



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ტყაშ მაფა - დემონური ქალღვთაება კოლხური მითოლოგიის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია, რომელიც მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას დღემდე უკავშირდება უამრავი ამბავი, ლეგენდა თუ პირდაპირ თვითმხილველთა ისტორიები.
28 / მარტი 2024
უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარს სამშობლოში 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენებენ.
28 / მარტი 2024
სოხუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მაცხოვრებლების გასახლება იგეგმება, ამის შესახებ „აფხაზური პორტალი“ იუწყება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია -2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.