ახალი ამბები
"აფხაზეთია დასაბრუნებელი" - უკრაინაში მოხალისედ 22 წლის ზუგდიდელი მათე ჭანტურია გაემგზავრა
22 წლის ზუგდიდელი სტუდენტი მათე ჭანტურია უკრაინაში მოხალისედ დღეს ჩავიდა და ქართულ ლეგიონს შეუერთდა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო "ათინათს" მისმა დამ მარიამ ჭანტურიამ დაუდასტურა. მარიამი ამბობს, რომ ოჯახი მათეს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ იყო და მათ სიმართლე მხოლოდ მაშინ გაუმხილა, როცა უკრაინაში ჩავიდა.

"დედას უთხრა, რომ მარტყოფში სწავლებებზე იყო. თავიდანვე აქტიურად გულშემატკივრობდა უკრაინას, უკრაინელ ხალხს, აქციებში იყო ჩართული და ასე შემდეგ. ჩვენს საოჯახო სასტუმრო გვაქვს და უკრაინელ სტუმრებს ვიღებთ. რა თქმა უნდა, ძალიან გვეამაყება, მაგრამ თან შიშით ვუყურებთ ამ ყველაფერს. თვითონ გვამხნევებს და გვწერს, რომ არაფერი არ არის საშიში, რომ იმას გააკეთებს, რაც იქ საჭირო იქნება", - გვითხრა მარიამმა.



მათე ჭანტურია ფსიქოლოგიას სწავლობს და მესამე კურსის სტუდენტია. მანამდე უკრაინაში მოხალისედ სოხუმელი პოეტი თემურ ელიავა და მომღერალი ბუბა სორდიაც გაემგზავრნენ. უკრაინაში ქართულ ლეგიონს არაერთი ზუგდიდელი მებრძოლი შეურთდა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.