ახალი ამბები
ზუგდიდში ანსამბლ "ცისკარის" საიუბილეო კონცერტი გაიმართა
"ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრმა" ბავშვთა და მოზარდთა სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი "ცისკარის"  საიუბილეო საღამოს უმასპინძლა. წელს ანსამბლს დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. 

ღონისძიებაზე "ცისკარი" მაყურებლის წინაშე 15 ცეკვისგან შემდგარი პროგრამით წარსდგა.

"ამ 20 წლის განმავლობაში ანსამბლი სისტემატიურად ატარებდა კონცერტებს და გუშინ შედგა 25-ე საიუბილეო სოლო კონცერტი, რომელშიც ძირითად შემადგენლობასთან ერთად, ნორჩი "ცისკარებელიც" იღებდნენ მონაწილეობას. ჯამში 200 მოცეკვავე იდგა სცენაზე, მათგან 70 არის ანსამბლის ძირითად შემადგენლობაში. კონცერტი "ცისკარის" პირველმა თაობამ დახურა. საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოვიდნენ ძველი მოცეკვავეები, სრულიად საქართველოს ქორეოგრაფია. ემოციებით სავსე იყო ეს დღე. ჩვენ მადლობას ვუხდით თითოეულ მოცეკვავესა და მშობელს გვერდში დგომისთვის, ნდობისთვის. გვქონდა არაერთი წარმატება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ. მიუხედავად პანდემიისა, მოვახერხეთ, რომ ანსამბლი არ გაჩერებულიყო და გუშინდელმა საღამომ გვანახა, რომ "ცისკარი" ფორმაშია, ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციებს, მთელი ოჯახით ჩართულები ვართ ანსამბლის საქმიანობასა და მეცადინეობებში", - გვითხრა "ცისკარის" დამფუძნებელმა, საქართველოს დამსახურებულმა ქორეოგრაფმა რომეო ბულიამ.

მან მადლობა გადაუხადა "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელსა და ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის. 

"საღამოს მიმდინარეობისას გაგვიკეთეს სიურპრიზი - ანსამბლს დაუფინანსდა გასტროლი, სრული დაფინანსებით გავემგზავრებით. ასევე, უდიდესი მადლობა საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირს, რომელმაც ჩემს მეუღლეს, მაკა გვიჩიას გადასცა "ბრწყინვალების ორდენი", ასევე გაგვიწიეს შუამდგომლობა, რომ ანსამბლს გაეხსნას სახელობითი ვარსკვლავი", - თქვა "ცისკარის" ხელმძღვანელმა. 

კონცერტს საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირისა და აკადემიის წევრები, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვა ანსამბლების მოცეკვავეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
29 / იანვარი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია აფხაზეთში დაცულ უნიკალურ საახალწლო რიტუალზე ხიჩხუამაზე, იგივე ხეჩხუამაზე.
22 / იანვარი 2026
19 იანვარს მართლმადიდებელი ქრისტიანები აღნიშნავენ ნათლისღებას .
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.