ახალი ამბები
ზუგდიდში გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით გზა გადაკეტეს
ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში დასაქმებულების ნაწილი გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვს. ისინი დღეს ისევ შეიკრიბნენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიისგან და შესაბამისი უწყებებისგან პრობლემის ორშაბათამდე მოგვარების პირობა მიიღეს, დაპირება კი დაპირებად დარჩა.

"არავინ არ შემოსულა შიგნით. ორშაბათს იქნებაო მოწესრიგებული, ყველაფერი დალაგდებაო, მაგრამ ყველაფერი იყო არეული. ყველა გვიშლის ხელს, ყველი, მწვანილი, ქათამი - ყველაფერი გარეთ ყრია. ახლა, როცა გამოვედით მაშინ აალაგეს უცებ და შეინახეს. თითქოს არ ვაჭრობენ. მოგვაქციონ ყურადღება, მერი ხომ დაგვპირდა ორშაბათიდან ყველაფერი იქნებაო მოწესრიგებულიო, სადაა? თვითონაც შევიდნენ შიგნით და ივაჭრონ. ყურადღება მოგვაქციონ, აქ დავდგებით არსად არ წავალთ", - თქვა მოვაჭრემ მანანა კობახიძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მოვაჭრეები ზუგდიდში გასულ კვირაშიც შეიკრიბნენ. მათ ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია შეხვდა და განაცხადა, რომ ყველა მხარესთან კონსულტაციებს გაივლიდა.


ამავე თემაზე: 

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეები გარევაჭრობის აკრძალვას მოითხოვენ
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.