ახალი ამბები
"შინ ევროპისკენ" – 3 ივლისს აქცია ზუგდიდშიც გაიმართება
3 ივლისს, კვირას აქცია ზუგდიდის ცენტრშიც გაიმართება. შესაბამისი ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და აქციის შესახებ დააანონსეს.

ორგანიზატორების განმარტებით, აქცია-პერფორმანსი 17:00 საათზე  დაიწყება და სრულად იქნება სოლიდარული იმ მოთხოვნების მიმართ, რაც თბილისში დაანონსებულ აქციაზეა გაჟღერებული.

"ვინც ვერ ახერხებთ შეუერთდეთ თბილისში დაგეგმილ მთავარ აქციას, გელოდებით ზუგდიდში, საკრებულოს შენობის მიმდებარედ, 3 ივლისს, 17:00 საათზე, აქცია-პერფორმანსზე ,,შინ ევროპისკენ!" აქციის მონაწილეები ზუგდიდის ცენტრალური შადრევნის გარშემო შევკრავთ ცოცხალ ჯაჭვს, რითაც კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენი ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს, რომ ქართული საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი ევროპულ სივრცეში ინტეგრაციაა. ევროსაბჭოს მიერ 12 პუნქტის სახით გაცემული რეკომენდაციის შესრულების მიზნით, აუცილებელია გადადგეს ღარიბაშილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს გაცემული რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებას", - აღნიშნულია აქციის ანონსში.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია ზუგდიდში 20 ივნისსაც გაიმართა.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში „დიხაშ ნინა“ - „მიწის ენა“ ვისაუბრებთ ისტორიული კოლხეთის ტოპონიმიკასა და ჰიდრონიმიკაზე.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
15 / ივლისი 2026
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.