შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც მამაკაცი ყოფილ მეუღლეს დანით გამოეკიდა,    
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე პრიმა (ადევნების) მუხლით დაიწყო. ამის შესახებ 
"ათინათს" უწყების პრესცენტრში უთხრეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე) ან/და ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 
2 დღის წინ ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე საპატრულო პოლიციამ 
დააკავა მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ყოფილ ცოლს მოკვლით ემუქრებოდა.თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს ხელში დანა ეკავა.			
 
			
მასალის გამოყენების პირობები