ახალი ამბები
წალენჯიხაში "არტ ფესტივალი" მიმდინარეობს
წალენჯიხაში 6-დღიანი "არტ ფესტივალი" დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ლელო" ავრცელებს. ამავე ცნობით, ფესტივალი გულისხმობს IX კლასის ჩათვლით მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლის გახსნას, სადაც საქართველის სამხატვრო აკადემიის პროფესორები მათ ხატვისა და ქანდაკების გაკვეთილებს ჩაუტარებენ.

"საგამოფენო სივრცე, სადაც თანამედროვე ქართველი მხატვრების ტილოებია გამოფენილი, სამხატვრო სალონად გადაკეთდა. მოლბერტები, ტილოები, ფანქრები, გუაშები, ფუნჯები და აკვარელები მოზარდების სრულ განკარგულებაშია. ლექტორები მათ მხოლოდ უხსნიან, თუ რა არის, როგორ იხატება პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი. რა არის ფერთა გამა, კომპოზიცია. ლექტორებთან ერთად წალენჯიხაში 6 დღეს აკადემიის სტუდენტებიც ატარებენ, რომლებიც სივრცეში-პლენერზე ხატავენ და ქანდაკებებს აკეთებენ. ამ ეტაპზე, სკოლაში 100-მდე მოზარდია დარეგისტრირებული არა მხოლოდ წალენჯიხიდან, არამედ მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან. სწავლა დილით 11:00 საათზე იწყება და ორი საათის განმავლობაში მათ განკარგულებაშია არტ სივრცე, - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პროექტი არტ პლატფორმა "გრანელის" ფარგლებში მამუკა ხაზარაძისა და წალენჯიხის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.