ახალი ამბები
გალის სოფლების მცხოვრებლების უმიზეზოდ ამოწერა დაუშვებელია - ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონსტანტინე ფილიას თქმით, კონკრეტული გარემოებების და მიზეზების გარკვევის გარეშე, ადგილობრივი მცხოვრებლების სამეურნეო წიგნიდან ამოწერა "ძალიან ცუდი პრაქტიკაა" და ამ საკითხის გადაჭრა, მხოლოდ სპეციალურ კომისიას შეუძლია. ამის შესახებ, მან სოფელ სიდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, ინფორმაციას "გალ ტვ" ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე, სოფლის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალერი გერგედავამ აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სოფელი 20-მდე ოჯახმა დატოვა, რომელიც ამ დრომდე არ დაბრუნებულა. მისივე განმარტებით, ამ შემთხვევაში, ის ვალდებულია, რომ ეს მოქალაქეები ამოწეროს. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე, სოფელში 225 ოჯახი ცხოვრობს, რომელიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, რაიონიდან კი ძირითადად, სამუშაოს მაძიებლები გადიან.

ამავე შეხვედრაზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პასპორტიზაციის პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. მათ აღნიშნეს, რომ უკვე წლებია ცხოვრობენ აფხაზეთში, თუმცა, "აფხაზური პასპორტის" მიღებას ვერ ახერხებენ.

"იმის გამო, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებს საქართველოს მოქალაქეობა აქვს, ჩვენ მათ ვერ მივცემთ აფხაზეთის მოქალაქეობას... თუმცა, ცალკელუი შემთხვევა სათითაოდ უნდა განვიხილოთ და პირველ რიგში, განვიხილავთ მათ, ვისაც "ბინადრობის უფლება" აქვს", - აღნიშნა ფილიამ.

მისივე თქმით, დოკუმენტაციის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას და ეს პრობლემა მოსაგვარებელია.  

გალის რაიონის მცხოვრებლების "პასპორტიზაციის" პრობლემაზე ფილიამ მანამდეც გაამახვილა ყურადღება. მან ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ გალის რაიონში დაბადებული და გაზრდილი ახალგაზრდების 99% იმის გამო, რომ პასპორტებს ვერ იღებს, პერსპექტივას ვერ ხედავს და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებს, რადგან იქ ხედავს მომავალს". მანვე აღნიშნა, რომ "ხელისუფლების" ამ საკითხისადმი მიდგომა არასწორია, რაც გალის რაიონის მოსახლეობის გადინებას იწვევს.

სოხუმის მონაცემებით, გალის რაიონში 30 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 5 000-ზე მეტს მხოლოდ ე.წ. "ფორმა №9" გააჩნია, "აფხაზეთის მოქალაქის" პასპორტი მხოლოდ 1049 პირს აქვს, ხოლო ე.წ. ბინადრობის მოწმობა 19 000 ადამიანს აქვს გაფორმებული.

სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს, დროებითი დოკუმენტი, ე.წ. "ფორმა №9"- უნდა ჰქონდეთ ან "ბინადრობის მოწმობა" რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში აცხადებენ, ადამიანი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც "აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი".

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.