ახალი ამბები
РУСНЯ УЕ...АЙ - წარწერა ზუგდიდის სკეიტ-პარკში
ზუგდიდის ცენტრში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობის კედელზე სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ საპროტესტო წარწერა განათავსა. შესაბამისი ფოტო მან ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა. 

"განვმარტავ: ქსენოფობია არაა მტერს დასანახად ვერ იტანდე. მტერი ვინაა? - რუსის იმპერიალისტური ჩექმა. გთხოვ, არ შეეგუო ოკუპაციას", - წერს აქტივისტი.

"ათინათთან"
საუბარში ზარანდია ამბობს, რომ წარწერა ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეებთან ერთად, იმ პირებსაც ეხება, ვინც პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს რუსეთს. 

"ეროვნება არაფერ შუაშია. "რუსნია" კრებსითი სახელია და ჩემთვის მტერს ნიშნავს. ვინც ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს არ აღიარებს, ყველამ გა...ას და მათი მოტრფიალე ჩვენი თანამემამულე კოლაბორაციონისტებიც გაიყოლონ", - გვითხრა მან.

ზუგდიდელი როსტომ ზარანდია ბოლო რამდენიმე წელია ქუჩის მხატვრობითაა დაკავებული. ის ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე აქტუალურ თემატიკაზე საპროტესტო სტენსილებსა და გრაფიტის ხატავს. სამოქალაქო აქტივისტი მიიჩნევს, რომ ამ გზით, ის საზოგადოებამდე სათქმელის მიტანას უკეთ ახერხებს.


ამავე თემაზე: 

"უონჯღორეეფი" - პროტესტი ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცების გარშემო განვითარებულ მოვლენებზე

ზუგდიდში, საგზაო ორმოში ნაძვის ხე ჩადგეს

ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელსაც პეპლის დახატვისთვის სასამართლოში უჩივლეს, გაამართლეს

სთრით არტი პანდემიისას - ქუჩის ხელოვნება თუ სამოქალაქო აქტივიზმი (ფოტო/აუდიო)

“Гавриlov” - ზუგდიდელი აქტივისტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრაზე

ზუგდიდის ქუჩაზე ორმოში ქოთანში ჩარგული მცენარე ჩადგეს




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველ სამეგრელოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ ტრადიციაზე ,,შურუბუმობაზე", დუმილის აღთქმაზე, რომელიც ოჯახს ბოროტისგან დამცავ ძალას ანიჭებდა.
27 / ნოემბერი 2025
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.