ახალი ამბები
ბაღში შესვლა ფასიანი უნდა იყოს - ზუგდიდის ბოტანიკურის ახალი დირექტორი
არა, სხვა ხედვა ნამდვილად არ მაქვს, - ასე უპასუხა ა(ა)იპ "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის" ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა რადიო "ათინათის" კითხვას ბაღში შესვლაზე დაწესებულ გადასახადთან დაკავშირებით. შალვა აგუმავა მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ბაღის იერსახისა და არსებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნება. ამასთან, მისივე თქმით, ააიპ-ს უნდა შეუნარჩუნდეს საბიუჯეტო დაფინანსებაც.

"ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი არის ჩვენი ქალაქის სიამაყე და ზრუნვის საგანი, არ შეიძლება ვითხოვდეთ ყველაფერი იყოს მოწესრიგებული, კოხტა და ლამაზი, აქ მომუშავე ხალხს კი არ ჰქონდეს შესაბამისი ანაზღაურება, ბაღს არ გააჩნდეს ის მიზერული შემოსავლები, რაც გამოადგება მის მოვლასა და განვითარებას. პენსიონერები უფასოდ შემოდიან, ისევე როგორც 10 წლამდე ბავშვები, შშმ პირები, სოციალურად დაუცველი პირები და ვეტერანები. ერთადერთი რჩება დასაქმებული ხალხი, რომელსაც შემოსავალი აქვს და ტარიფიც მორგებულია. თუ გვინდა გვქონდეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, უნდა შეუნარჩუნდეს დაფინანსებაც, ან იყოს 10 წლის წინ რომ იყო, ეკალ-ბარდებში გახვეული", - გვითხრა მან. 

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მისი თანამდებობაზე დანიშვნა მერთან, მამუკა წოწერიასთან მეგობრობას, შალვა აგუმავა გვპასუხობს, რომ არჩევანი მისი გამოცდილების გათვალისწინებით გაკეთდა. 

"ზუგდიდში ბევრთან ვმეგობრობ, ნახევარ ზუგდიდს ვიცნობ და ვემეგობრები. თანამდებობაზე ვერ დაინიშნება ადამიანი თუ არ იცნობენ მას, ხომ? ალბათ გამოცდილებით შემარჩიეს, მხოლოდ ამ დამოკიდებულებით", - ამბობს ააიპ-ის ახალი ხელმძღვანელი. 

ბოტანიკურის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ბაღში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი გახდა. დაწესდა სააბონემენტო სისტემა და შეღავათებით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირები სარგებლობენ. ზუგდიდელების ნაწილი აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს. ადგილობრივებმა რამდენჯერმე გამართეს აქცია.

ბაღში დაწესებული გადასახადის გაუქმების მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა, თუმცა მერიამ მოქალაქეების მოთხოვნა არ გაითვალისწინა. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში ა(ა)იპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრისთვის" 850 ათასი ლარია გათვალისწინებული. თანხა თითქმის სრულად იხარჯება ბაღის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების ხელფასზე.


ამავე თემაზე: 

"ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრს" შალვა აგუმავა უხელმძღვანელებს

ზვიად ქარჩავამ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორის თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერიის წინ ბანერი "გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი!" გამოფინეს

ზუგდიდის საკრებულომ მერიას ბოტანიკურში შესვლაზე საფასურის გაუქმების განხილვის რეკომენდაცია მისცა

უნდა იყოს თუ არა ფასიანი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა - მოქალაქეების აზრი

ზუგდიდში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პეტიციაზე, ბოტანიკურში უფასო შესვლის მოთხოვნით

გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი - ბანერი ზუგდიდის ცენტრში

ბოტანიკურში შესვლაზე დაწესებული ფასი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ზუგდიდში

„ხელოვნება ბოტანიკური ბაღისთვის" - პროტესტი ზუგდიდში

"ბოტანიკური გვეკუთვნის ხალხს" - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)

რატომ დაწესდა ზუგდიდის ბოტანიკურში შესვლაზე ფასი და რას ითხოვენ მოქალაქეები

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი 1-ლი თებერვლიდან გახდება


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.