ახალი ამბები
დონეცკიდან სოხუმში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისის ცხედარი გადაასვენეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა დონეცკიდან სოხუმში აფხაზი მოხალისის არტურ კირკინაძის ცხედარი გადაასვენეს.
კირკინაძე, რომელიც უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძოდა, დონეცკში, 8 სექტემბერს დაიღუპა. აფხაზური უწყების ინფორმაციით, მას სამი შვილი დარჩა. 

31 მარტს უკრაინაში არტურის ბიძაშვილი ახრა კირკინაძე გარდაიცვალა. ის "პიატნაშკას" ბატალიონში იბრძოდა, რომელსაც ახრა ავიძბა ხელმძღვანელობს.

კიდევ ერთი აფხაზი მოხალისე, ახალი ათონის მკვიდრის, ლორან სმირი, რომელიც ამავე ბატალიონში იბრძოდა, რუსეთის მხარეს დონეცკში, 21 ივლისს ჭურვის აფეთქების შედეგად დაიჭრა სასიკვდილოდ.

ახრა ავიძბა დონბასში საომარ მოქმედებებში 2014 წლიდან მონაწილეობს და თვითგამოცხადებული "დნრ"-ის გმირია. 2021 წლის იანვრის ბოლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა ძებნილთა სიაში გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქალაქე ახრა ავიძბა (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დამფუძნებელი გახდა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა "პიატნაშკა".

ავიძბა აფხაზეთის პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომით დასრულდა. ოპოზიციაში გაწევრიანების ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში ახრას ბიძაშვილის, 38 წლის კანონიერი ქურდის ალხასის (ხასიკი) მკვლელობა გახდა.

2020 წლის ივნისში ავიძბა დაინიშნა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწედ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. იმავე წლის 9 ნოემბერს მან დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ "საერთო საქმისადმი რწმენის დაკარგვის" გამო.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის მარტში ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ აღიარა. მანამდე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ სოხუმმა და ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ "დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს და ნოტები გაცვალეს".

26 თებერვალს, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებას დონბასის სეპარატისტული ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების შესახებ.

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს 24 თებერვლიდან აწარმოებს. 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი".

საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის " დამოუკიდებლობა სირიამ 2018 წელს, მანამდე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ აღიარეს. 2009 წელს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად ვენესუელამ და ნაურუმ ცნეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / ივლისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.