დღეს დილიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.
"35-იანი ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გამოირთო და რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, მათ შორისაა ცაიში, ოირემე, ჭითაწყარის ნაწილი, ანაკლია და მიმდებარე სოფლები"’, - ამის შესახებ რადიო "ათინათს" კომპანიაში განუმარტეს.
მათივე თქმით, ტექნიკური სამსახური ოპერატიულად გავიდა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები