ახალი ამბები
რატომ არ აქვს გავლილი ტექდათვალიერება "ზუგდიდდასუფთავების" მანქანებს - ააიპ-ის პასუხი
"ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" დაქვემდებარებაში არსებული მანქანების უმრავლესობას სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ, - ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოში შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ. აღნიშნული ჯგუფი რამდენიმე თვის წინ, ენმ-ის ფრაქციის მიერ შეიქმნა და მიზნად მერიის სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ააიპ-ებისა და შპს-ის საქმიანობების შესწავლას ისახავს. გუშინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მერიის 2 ააიპ-ისა და 1 შპს-ს მუშაობაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, მათ შორის მოხვდა "ზუგდიდდასუფთავების" მანქანების თემაც. 

"დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეამოწმა ააიპ "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" მიერ მოწოდებული სატრანსპორტო საშუალებების ნუსხა, ტრანსპორტის ტექდათვალიერების  ოფიციალური  ვებგვერდის (www.pti.ge). მონაცემებით,  25 სატრანსპორტო საშუალებიდან ტექდათვალიერება გავლილი აქვს მხოლოდ 5 ავტომობილს, 4 ავტომობილი ქსელში არ იძებნება და 16 ავტოსატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ტექდათვალიერების გარეშე", - აღნიშნა შუალედური ანგარიშის წარდგენისას ენმ-ის წევრმა და ფრაქციის თავმჯდომარემ მაია კალანდიამ.

გარკვეული რაოდენობის ნაგავმზიდებსა და სპეციალურ მანქანებს რომ ტექდათვალიერება გავლილი არ აქვს არ უარყოფს ააიპ-ის ხელმძღვანელი ნუგზარ მალაშხიაც, თუმცა ამასთან განმარტავს, რომ უკვე შეიძინეს საჭირო ნაწილების უმრავლესობა და მანქანები შესაბამისი სარემონტო სამუშაოების შემდეგ გაივლიან შემოწმებას. 

"მიღებული გვაქვს შენიშვნები და გვაქვს 1 თვიანი ვადა, რომ აღმოვფხრათ მიზეზები, რის გამოც ვერ გაიარეს მანქანებმა ტექდათვალიერება. ახალი მანქანებიდან 1-ს აქვს ოდნავ გაბზარული საქარე მინა, გამოწერილი გვაქვს და მალევე შევაკეთებთ. მუხრუჭების პრობლემა იყო რამდენიმეზე. ახლა 1 მანქანა თბილისშია წაყვანილი, 1 სენაკში, 1 ფოთში რემონტზე. 5-6 მანქანა არის ნამდვილად პრობლემური, თუმცა, ვეტევით ვადებში. საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაცია გვაქვს, შედეგი გვაქვს ყოველთვის, ჩემი თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ქალაქი იყოს მოვლილი და ობიექტურად თუ უნდა ვინმეს შეაფასოს ჩვენი საქმიანობა - მობრძანდეს და ნახოს ყველაფერი", - გვითხრა ააიპ-ის ხელმძღვანელმა. 

ნუგზარ მალაშხიას ინფორმაციით ტექნიკური ინსპექტირება გავლილი აქვს იჯარით აღებულ ღია ნაგავმზიდებს (გაზ-53), თუმცა სპეციალურ საიტზე მანქანების ნომრების შემოწმებისას, 10-დან მხოლოდ 4 აქვს დადებითი სტატუსი, 2 მანქანა ქსელში არ იძებნება, ხოლო 4-ს ტექდათვალიერება არ გაუვლია.

ამავე საიტის მონაცემებით, ამ ეტაპისთვის "ზუგდიდდასუფთავების" ბალანსზე აღრიცხული მანქანებიდან მხოლოდ 1-ს აქვს გავლილი სავალდებულო შემოწმება, რამდენიმე მანქანას კი პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზების შემდეგ 1 თვიანი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება, 2 მანქანის მონაცემები არ იძებნება, ხოლო დანარჩენებს ტექშემოწმება გავლილი არ აქვთ. ამასთან, ააიპ-ის ინფორმაციით, 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება ჩამოწერას ექვემდებარება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.