ახალი ამბები
სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების "პარლამენტიდან" გაწვევა ისევ მოითხოვეს
სოხუმში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის შესახებ რუსეთთან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის "პარლამენტიდან" გამოწვევას ითხოვენ. შესაბამისი განცხადება რამდენიმე საზოგადოებრივმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ და ოპოზიციურმა პარტიამ გაავრცელა, წერს აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა".

მიმართვის ავტორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება არსებული შეთანხმების მიმართ და აღნიშნეს, რომ საკუთარი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებიათ საჯაროდ და მიუმართავთ როგორც აფხაზი ლიდერისთვის ასლან ბჟანიასთვის, ასევე დეპუტატებისთვის. მათი თქმით, დოკუმენტი "არ შეესაბამება კონსტიტუციის, მოქმედი კანონმდებლობისა და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებს".

"ასეთი პროტესტი აფხაზურ საზოგადოებაში რუსეთის ფედერაციის ინიციატივებთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ყოველთვის იყო გამორჩეულად მეგობრული, კეთილმეზობლური და აფხაზეთში არავის სურს, რომ ისინი დაირღვეს უხარისხო სამართლებრივი დოკუმენტებით, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი ძმური ურთიერთობების სულისკვეთებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მისი ხელმომწერების განმარტებით, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის გამოყენების პროცედურა რეგულირდება 1995 წლის ხელშეკრულებით და ამ დრომდე არცერთი მხარის მხრიდან პრეტენზია არ გამოუწვევია. მისი მოქმედება გრძელდება 2035 წლამდე, შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობით.

"იმ შემთხვევაში, თუ ამ შეთანხმების ერთ-ერთ მხარეს სურს ცვლილებების შეტანა, ისინი ყოველთვის შეიძლება განხორციელდეს ობიექტის ზუსტი კოორდინატების, დადგენილი სამართლებრივი პროცედურების და ორი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხელს აწერენ:

არასამთავრობო ორგანიზაცია "აიდგილარა" , ოპოზიციური პარტიები - "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმი" და "აფსნი", ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაა, "აფხაზეთის სახალხო მოძრაობა", "ახალგაზრდობისა და ვეტერანთა კავშირი, - "აიააირა", ექსპერტთა ფონდი "აამტა", საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ახიაცა", "აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაცვის კომიტეტი".

უფრო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, განაცხადა, რომ ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმებაში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

მისი თქმით, "მხარეები მივიდნენ ურთიერთგაგებამდე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელშეკრულების ტექსტში ასახული თეზისი, მესამე პირებისთვის ობიექტის გადაცემის შეუძლებლობის შესახებ, სახელმწიფოს მეთაურისთვის ამ თემაზე ანგარიშს ვამზადებ, მედიას დროულად შევატყობინებთ".

7 ნოემბერს, მოსკოვში "სამუშაო ვიზიტით" ყოფნისას, არძინბამ აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან "კონსულტაციების" ერთ - ერთი განსხლიველი საკითხი, სწორედ ბიჭვინთის შეთანხმება იქნება. 

აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

შეთანხმების" თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, მოქალაქეების დიდი ნაწილი რუსეთისთვის სანაპირო მიწების გადაცემის წინააღმდეგია.

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
26 / ივლისი 2024
სვანეთში დაკარგული გოგიტა ფარჯიანი, რომელიც რამდენიმე საათის წინ გიორგი გვიჩიანთან ერთად უვნებლად გამოჩნდა, მედიასთან ჰყვება, რომ ქედზე დათვი შეხვდათ, რამაც მათი მარშრუტის შეცვლა გამოიწვია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.