ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე მინისტადიონზე არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. მათივე თქმით, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
![](/images/temp/2022/11/20/7e6420dbcebe555df11c97b0c6b0dd2c.jpg)
მოზარდი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები