ზუგდიდში, პირველი მაისის ქუჩაზე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი იწვის.
ამ წუთებში ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებისთვის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. რადიო
"ათინათს" თვითმხილველებმა უთხრეს, რომ ნაქირავებ სახლში ხანძრის გაჩენის მომენტში დედა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა მათ გარეთ გასვლა დროულად შეძლეს.
![](/images/temp/2022/12/19/fe9c3c5a9b9f3ad117c0b4bfbca254a3.jpg)
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ამ დროისთვის დამწვარია სახლის დიდი ნაწილი, ავეჯისა და ნივთების გამოტანა კი ვერ ხერხდება.
![](/images/temp/2022/12/19/41e3f3b45514c841092a2d7b39e99ebb.jpg)
ცეცხლი, სავარაუდოდ, ელექტრო გაყვანილობამ გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები