ახალი ამბები
აფხაზეთს აქვს პოტენციალი მიაღწიოს მონაკოზე არანაკლები ცხოვრების დონეს საქართველოს გარეშე - გიცბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

"მე ვიტყოდი, რომ სწორედ ეს თანხა დაფარავს ომის შედეგად აფხაზეთისთვის მიყენებულ მძიმე ზარალს, თუ ის რეპარაციის სახით იქნება გადახდილი. ხოლო აფხაზურ საზოგადოებასთან ნორმალური დიალოგის დასამყარებლად აუცილებელია ნორმალური პოლიტიკის გატარება და ისეთი აბსურდული კანონებზე უარის თქმა, როგორიც არის "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", - განაცხადა შამბამ "ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში.

აფხაზეთის "პარლამენტის" დეპუტატი ინარ გიცბა მიიჩნევს, რომ ეს არის მორიგი პოპულისტური განცხადება, რომელიც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა გააკეთა, რაც გათვლილია, "შიდა მომხმარებელზე და საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან ქების დასამსახურებლად, თითქოს მშვიდობიანი ინიციატივისთვის".

"ფაქტობრივად, მე აღვიქვამ ამ განცხადებას, როგორც აფხაზი ხალხის მიმართ უპატივცემულობის კიდევ ერთ გამოვლინებას. ქართული აგრესიის შემდეგ ყველაზე რთულ წლებშიც კი აფხაზი ხალხი არ იყიდებოდა და არ გაყიდულა. საქართველოს ხელმძღვანელობის ერთადერთი სწორი და ლოგიკური ნაბიჯები აფხაზეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის აღიარების გადაწყვეტილება. საქართველოს მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ან ძალის მუქარის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერა და რესტიტუციის გადახდა, როგორც ქართული აგრესიით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფორმა, ასე ვთქვათ, მიმართული მართლმსაჯულების აქტი. რომლის მოცულობა, სხვათა შორის, რამდენჯერმე აღემატება ღარიბაშვილის მიერ გამოცხადებულ თანხას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვურჩევ, ნუ დახარჯავს ენერგიას აფხაზი მოსახლეობისთვის აშკარად მიუღებელ, აპრიორი ცარიელ წინადადებებზე. ამის ნაცვლად, სჯობს ყურადღება გავამახვილოთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის შეწყვეტაზე. პირველ რიგში, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება, განათლება, ჯანდაცვა და სხვა. და გირჩევთ არ დაგავიწყდეთ გულწრფელი ბოდიშის მოხდა", - აღნიშნა გიცბამ.

აფხაზი პარლამენტარის თქმით, "აფხაზეთს აქვს კოლოსალური პოტენციალი, მიაღწიოს ცხოვრების, მაღალ, მონაკოზე არანაკლებ დონეს და განვითარებას საქართველოს გარეშე".

აფხაზმა პოლიტიკოსმა ასლან კობახიამ ირაკლი ღარიბაშვილს ურჩია, იზრუნოს საკუთარ ქვეყანაზე და 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ქართულ ეკონომიკაში მოახდინოს.

"თუ ისინი ეხმარებიან ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც მართლაც მძიმედ არიან დაავადებულნი ... შეიძლება მათ ადამიანური მადლობა გადავუხადოთ, რომ ხანდახან ეხმარებიან ავადმყოფებს. ამით ისინი ვერ დააბრუნებენ აფხაზეთს 1992 წელში".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო უწყებაში" "ეხო კავკაზას" განუცხადეს, რომ ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, ამჯერად კომენტარს არ გააკეთებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის გამთლიანების შემთხვევაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება შეუძლია.

ამის შესახებ მან ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას 27 დეკემბერს განაცხადა.

"აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო და ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება. აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს, რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობიანი, ჩვენ გვინდა ამდენი ომებით მიღებული ჭრილობები მოვიშუშოთ. ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება, ჩვენ გვინდა მხოლოდ მშვიდობიანი გზით აღნიშნული კონფლიქტის, ამ საშინელი ტრაგედიის, დასრულება და შერიგება, იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, ევროპულ საქართველოში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა არ გადაიხედება და ქვეყნის მთავრობა შეეცდება მშვიდობიანი გზით ქვეყნის გაერთიანებას.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
01 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
01 / მაისი 2025
1 მაისი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დაარსების დღეა. 2025 წლისთვის მუზეუმი თავისი არსებობის 104 წელს ითვლის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.