ახალი ამბები
ნიკა მელია ზუგდიდში, ლევან ხაბეიშვილი წალეჯიხაში - ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები მხარდამჭერებს შეხვდნენ
ზუგდიდსა და წალენჯიხაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატები იმყოფებოდნენ. კონკურენტი თანაპარტიელები საკუთარ მხარდამჭერებს სამეგრელოში შეხვდნენ.

ზუგდიდში ამომრჩევლებსა და თანაგუნდელებს ნიკა მელია შეხვდა, მათ საკუთარი პოზიცია და გეგმები გააცნო და შეკითხვებსაც უპასუხა.

რაც შეეხება წალენჯიხას, აქ შეხვედრა ლევან ხაბეიშვილმა გამართა. კანდიდატს თან ახლდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. ის ასევე წალენჯიხის მერს გია ხარჩილავას შეხვდა.

მანამდე ორი ბრიფინგი გაიმართა ენმ-ს ზუგდიდის ორგნიზაციის ოფისში. თავდაპირველად საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ თემურ ბასილაიამ და ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარემ მაია კალანდიამ ჟურნალისტებს თანაპარტიელებთან და მხარდამჭერებთან ერთად უთხრეს, რომ მხარს ნიკა მელიას უჭერენ. მოგვიანებით კი საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ლევან კონჯარიამ პარტიის რამდენიმე სხვა წევრთან ერთად საჯარო მხარდაჭერა ლევან ხაბეიშვილს გამოუცხადა.

არცერთი კანდიდატის მხარდასაჭერად ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს, პარლამენტის დეპუტატსა და ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ანა წითლიძეს.

ენმ - ში პარტიის თავმდჯომარეობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე. არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.