ახალი ამბები
ველოდებით 1 მილიარდ 208 მილიონი რუბლის ინვესტიციას - გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
სოხუმში გამართულ შეხვედრაზე, "ადგილობრივი ადმინისტრაციის" ხელმძღვანელებმა 2022 წელი შეაჯამეს და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას "ეკონომიკური აქტივობის" მაჩვენებლების შესახებ ანგარიში წარუდგინეს.

გალის "ადგილობრივი ადმინისტრაციის" ე.წ. ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ გალის რაიონში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 17 930 ადამიანს შეადგენს, მათგან ეკონომიკაში ხუთ ათასზე მეტია დასაქმებული, 1486 - საჯარო, ხოლო ოთხ ათასზე მეტი სხვა სექტორებშია დასაქმებული. საშუალო თვიური ხელფასი საჯარო სექტორში - 11,022 რუბლია, კერძო სექტორში - დაახლოებით12 ათასი რუბლი.

მისივე განცხადებით, გალის რაიონში არსებული 43000 ჰა მიწის ფართობიდან, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულებისაა - 28000 ჰა. ამასთან, ფილიამ აღნიშნა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს საველე სამუშაოების შესრულებისას დახმარებას უწევენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მხრივ, გალის რაიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია. ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სიტუაცია გაუმჯობესებულია ელექტროენერგიის უკანონო მოხამრების აღკვეთის თვალსაზრისითაც, რადგან "2022 წლის 1 იანვრიდან არ არსებობს ინფორმაცია კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგის შესახებ, თუმცა არსებობს სახლის პირობებში აღჭურვილობის მიერთების ალბათობა". მისივე ინფორმაციით ,,ელექტროენერგიის დავალიანებამ 2022 წლის იანვრიდან დეკემბრამდე გალში 57 მილიონი რუბლი შეადგინა, აქედან გადაიხადეს 21 მილიონ 197 ათასი რუბლი, დავალიანება 36 მილიონზე მეტს შეადგენს, გეგმა 36% - ით შესრულდა.

ფილიამ აღნიშნა, რომ 2021 წელს გალის რაიონის პროექტები "საინვესტიციო პროგრამით არ იყო გათვალისწინებული, თუმცა სამომავლოდ რეგიონში საინვესტიციო პროექტებიდან 1 მილიარდ 208 მილიონის ოდენობით ინვესტიციების განხორციელება იგეგმება".

ინფორმაციისთვის, მოსკოვმა გასული წლის დეკემბრის დასაწყისში დაამტკიცა დოკუმენტი 2022 – 2025 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის შესახებ. შესაბამის შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის აგვისტოში მოეწერა, ნოემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მისი რატიფიცირება მოახდინა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელშეკრულების განხორციელების მიზნით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 22 მილიარდ რუბლზე მეტი დაიხარჯება. აქედან 15,4 მილიარდი გამოიყოფა რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან, დანარჩენი 6,7 მილიარდი კი სარეზერვო ფონდიდან. ამავე ცნობით, თანხების ძირითადი ნაწილი "აფხაზეთის ენერგოსისტემის მოდერნიზებას, სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასების ამაღლებას და ეკონომიკის ძირითადი დარგების: სოფლის მეურნეობის, სამრეწველო გადამამუშავებელი და ტურიზმის მხარდაჭერას მოხმარდება".

რუსეთმა 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ, დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები , იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.