ზუგდიდის სოფელ ინგირში დისტრიბუციის მიკროავტობუსი და "შკოდას" მარკის მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე თქმით, დროებით შეფერხდა მოძრაობა ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზაზე. ამ ეტაპზე ,აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება თავისუფალია.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები