ახალი ამბები
ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გაიმართა. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც, მსხვილი ბრენდების, ისე ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლები. ჯამში, 20-ზე მეტ კომპანიას 250-ზე მეტი ვაკანსია ჰქონდა წარმოდგენილი.

ფორუმზე, სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, დამსაქმებლებისგან პირადად მიეღოთ ინფორმაცია და შეერჩიათ სასურველი ვაკანსია. ამასთან, სამუშაოს მაძიებლებს ვაკანსიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება სახელმწიფო სააგენტოს ზუგდიდის სერვის-ცენტრში შეეძლებათ.

"დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო მსგავს ფორუმებს მუდმივად ატარებს და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს სამსახურის პოვნის შესაძლებლობას აძლევს. მიმდინარე წელს, უკვე დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დასაქმების ფორუმების ჩატარება, მათ შორის ტურიზმის სექტორისთვის აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სტატია
დღის სიახლეები
16 / მაისი 2025
სოხუმის აეროპორტთან დაკავშირებით მოსალოდნელ სკანდალზე წერს ინფორმაციული სააგენტო „აიაშარა“. გამოცემის ცნობით, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად დაქირავებული სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ. ამავე ცნობით, 15 მაისის შემდეგ, 8 - მდე სამშენებლო კომპანიის არც ერთი თანამშრომელი არ გამოსულა სამსახურში. მიზეზად, ხელფასის გადაუხდელობა სახელდება.
16 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამეგრელოსა და სხვა რეგიონებში 8 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
16 / მაისი 2025
14 მაისს, გამთენიას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდნილი მანქანის კიდევ ერთი მგზავრის სამძებრო ოპერაცია გრძელდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
15 / მაისი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.