ახალი ამბები
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება - აქცია ზუგდიდში
ზუგდიდის სკეიტპარკში აქცია მიმდინარეობს, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის აპროტესტებენ. მათ ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები წარწერით: "რუსული თვითმრინავი ევროკავშირში არ ჯდება", "არა რუსულ ფრენებს", "საქართველო არასდროს გახდება რუსეთის გუბერნია", "მონობა სტუმარ- მასპინძლობა არაა".
აქციის მონაწილემ, სამართლიანი არჩევნების (ISFED) რეგიონულმა კოორდინატორმა დავით ლოგუამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ ისინი ეხმურებიან თბილისში მიმდინარე მოვლენებს და კერძოდ, საბოტაჟს, რომელსაც "ახორციელებს ვერტიკალი ევროინტეგრაციის გზაზე".

"მოგეხსენებათ, მთელი მსოფლიო შეკრულია ერთი აზრის გარშემო, რომ რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა და ახორციელებს ამ საშინელ ტერორისტულ აქტებს, ჩვენი მოძმე უკრაინელი ერის წინააღმდეგ და ამ დროს საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის კოლაბორანტული პოლიტიკა, რასაც წლების განმავლობაში ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით, და როგორც იქნა, გავხადეთ საკუთარი ქვეყანა დამოუკიდებელი, მაგრამ, დღეს ვუბრუნდებით იმ წარსულს, რასაც ჰქვია, თბილისის გუბერნია და ქუთაისის გუბერნია. ვფიქრობთ, რომ დღეს როცა ვსაუბრობთ, რომ საქართველო 20% ოკუპირებულია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ის მთლიანად 100% - ით გახდეს ოკუპირებული, სწორედ, ამ ფაქტს ვეწინააღმდეგებით".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას განცხადებით, რუსეთში ფრენების დაწყება - არდაწყების საკითხს დღეს არა პუტინი, არამედ საქართველო წყვეტს და პასუხისმგებლობაც სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.

"თუ საქართველო არ მისცემს თანხმობას, თვითმფრინავი ვერ ჩამოფრინდება. ფრენების განახლება კი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსს. რუსული თვითმფრინავი არ ჯდება ევროკავშირში და არც უნდა ჯდებოდეს საქართველოში", - გვითხრა მან.

აქცია,"სამოქალაქო სოლიდარობის ფონდის" ორგანიზებით იმართება. 
შეგახსენებთ, გუშინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანია "აზიმუტის" თვითმფრინავი დაეშვა. რუსეთ - საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ ეს პირველი შესრულებული რეისია.

პარალელურად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებამ საქართველოსთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება 10 მაისს გამოაცხადა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.