რეგიონი
ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდება
ზუგდიდში, 7 ივლისს დასაქმების ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება.

ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 17-დან 29 წლამდე (სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს) და სხვა დაინტერესებულ პირებს.

,,ჩატარდება პანელური სესია თემაზე - ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, ფორუმზე საქართველოში მოქმედი კომპანიები შემოგთავაზებენ სამუშაო ადგილებს და სტაჟირების პროგრამებს, ასევე, გაგაცნობენ ინფორმაციას მათ ორგანიზაციაში არსებული სტანდარტების შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ, უკეთ დაგეგმოთ თქვენი კარიერა, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს წარდგენილი რეკომენდაციის საფუძველზე გათვალისწინებულ იქნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ თემატური ფორუმების განხორციელება, აქედან ერთ-ერთი სწორედ “დასაქმების ახალგაზრდული ფორუმია. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა'', - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დასაქმების ფორუმზე მონაწილეობას 20-მდე  კომპანია მიიღებს.

ფორუმი ორგანიზებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, ახალგაზრდული სათათბიროსა და ზუგდიდი მოლის მიერ.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.