"კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სოხუმის აეროპორტს რუსი ინვესტორი ეყოლება.
მან პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
![](/images/temp/2023/07/27/118879d79adc4379ed7e04e5179e2880.jpg)
"ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!', - აცხადებს პრეზიდენტი.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით, რუსეთის იურიდიულ პირთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას
დაუჭირეს მხარი.
მასალის გამოყენების პირობები