ახალი ამბები
ნიკოსეული სასახლის სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად ტენდერი ისევ გამოცხადდა
ზუგდიდში ნიკო დადიანის სასახლეში სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ტენდერი ისევ გამოაცხადა. სააგენტო სამუშაოებისთვის 45 122 ლარს გამოყოფს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, უკვე შედგენილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.


„ნიკო დადიანისეულ სასახლეზე (აშენდა XIX საუკუნის 80-იან წლებში არქიტექტორ ლეონიდ ვასილიევის პროექტით) სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ათწლეულის მანძილზე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, სამუშაოების დასრულების შემდეგ, სარდაფის დონეზე ჭარბი ტენიანობა დაფიქსირდა, რამაც გამოიწვია რიგი პრობლემები. არსებული მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით შემუშავდა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რაც გახდა ტექნიკური დავალების შედგენის საფუძველი’, - ვკითხულობთ დოკუმენტაციაში.


ნიკოსეული სასახლის რეაბილიტაციისთვის ფონდმა „ქართუმ“ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. განახლებული სასახლე 2019 წელს გაიხსნა, თუმცა 2021 წელს დანესტიანების გამო შენობის ნაწილზე იატაკი დაშალეს და თავიდან დააგეს.

მოგვიანებით, სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად ტენდერი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2022 წელს გამოაცხადა და 46 ათას ლარამდე გამოიყო.

რაც შეეხება მიმდინარე ტენდერს, წინადადებები 8-დან 13 სექტემბრის ჩათვლით მიიღება, სამუშაოების ჩატარების ვადა კი ხელშეკრულების დადებიდან 3 თვეს მოიცავს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.