რეგიონი
ბიჭვინთაში ქართული ტაძარი თეთრად გადაღებეს - მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის
ბიჭვინთაში X-XI საუკუნეების ქართული ტაძარი რუსულ ყაიდაზე თეთრად გადაღებეს, თეატრის სკამები დაამონტაჟეს და ლოცვის ნაცვლად მუსიკა ისმის.

ინფორმაციას მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ვიდეოკადრები 2023 წლის სექტემბერშია გადაღებული.

მოძრაობა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის განზრახ განადგურების ფართომასშტაბიანი პროცესის გამო:

„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ (საყდრისის კომიტეტი) აქტივისტებმა, გალის და ოჩამჩირის რაიონების შემდეგ, სექტემბერში, მოახერხეს სოხუმში, გულრიფშში, გუდაუთასა და ბიჭვინთაში ძეგლების მდგომარეობის გაცნობა, ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება. ადგილზე სიტუაციის შესწავლამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მიმდინარეობს ქართული კვალის წაშლის ორგანიზებული პროცესი, რაც უნიკალური მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება-განადგურებასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში გამოიხატება. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია საერო, მათ შორის, საინჟინრო და საფორტიფიკაციო ძეგლები. მაგალითად, ბესლეთის (ბაგრატის) ციხე - V - XIV საუკუნეში ცხუმის ერისთავთა რეზიდენცია და იქვე, მდინარე ბესლეთზე, მდებარე ე.წ. თამარის ხიდი რომლებსაც ჯაგნარი „ჭამს“. მეტიც, ხიდის მძიმე მდგომარეობის გამო, აღარ იკითხება ქართული ასომთავრული წარწერა - “ქრისტე მეუფეო, ადიდე ორთავე მიწასა შინა სუფევით უძლეველი მეფეთ-მეფე ბაგრატი.“

ნგრევის პროცესშია შარვაშიძეების სასახლე სოფელ ლიხნში (გულრიფშის რაიონი), რომლის შემორჩენილ კედლებს, ბუნებრივ პროცესებთან ერთად, ქვებში ამოსული ხე- მცენარეებიც ანადგურებენ. საუკუნეების მანძილზე შარვაშიძეების სასახლის სახელით ცნობილი ძეგლი დღეს "ჩაჩბას რეზიდენციად" იწოდება (რასაც გალავანზე გაკრული დაფაც მოწმობს).

განსაკუთრებით შემაშფოთებელია X-XI საუკუნეების ბიჭვინთის უნიკალური ტაძრის მდგომარეობა, რომელშიც ამჟამად საკონცერტო დარბაზია მოწყობილი (?!), რის შედეგადაც, ბგერითი ტალღების არასათანადო რეგულაცია ჯერ კიდევ შემორჩენილი კედლის მხატვრობის და მოზაიკის ფრაგმენტებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს. ქართული კვალის წაშლის პროცესი მიმდინარეობს სოხუმის ე.წ. ეროვნულ მუზეუმშიც, სადაც ქართველ მეფეთა ფრესკების ასლები შესაბამისი ინფორმაციის გარეშეა წარმოდგენილი, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის სხვა არტეფაქტებსაც არ ახლავს სათანადო აღწერილობა'',  - აღნიშნულია განცხადებაში.

მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის მოუწოდებს  საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ასევე აკადემიურ წრეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები, რათა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ნგრევა დაუყოვნებლივ შეწყდეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
08 / მაისი 2025
ცნობილია, რომ კოლხები რკინის მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი პიონერები არიან.დღემდე შემორჩენილია არაერთი მეგრული ტოპონიმი , რომელიც პირდაპირ მიუთითებს რკინის წარმოებაზე და დამზადებაზე.მთავარი ამ საქმეშია მჭედელი-ჭკადუ, ,,კინაშ ჭკადუ“ ის მეგრელთა წარმოდგენით, სოფელში საპატიო და ამავე დროს ისეთ პირად იყო მიჩნეული, რომელიც განგებასთან იყო დაკავშირებული. დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ჭკადუშ“ ინსტიტუტზე, მის ხელობაზე და მითებზე.
08 / მაისი 2025
ნიჟნი ნოვგოროდი სოხუმის რეისი, რომელიც ადრე გადაიდო, უკრაინული დრონებით თავდასხმის შემდეგ დაწესებული შეზღუდვების გამო, გაუქმდა.
08 / მაისი 2025
სოციალური მომსახურების სტატისტიკაზე დაყრდნობით, გასულ თვეს, აპრილში სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო პენსიის მიმღებთა რაოდენობა 119-ით გაიზარდა და 89 691 პირს მიაღწია.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.